რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის

რუმინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ისიც მართალია, რომ დღეს, კონკრეტულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვის და მეტი წვლილი შეაქვს ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების მედეგობის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ გზაში.

რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონის? პასუხი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტი და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც ვუყურებთ შავ ზღვას. და ამიტომაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...