Politico: ევროკავშირის წევრი იტალია ბელგიის პოზიციას იზიარებს და რუსეთის გაყინული აქტივების გეგმას ეწინააღმდეგება

იტალია და ბელგია ერთიანდებიან იმისთვის, რათა ევროკომისიაზე ზეწოლა მოახდინონ, რომ უკრაინის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები შესთავაზონ – ამის შესახებ გამოცემა “პოლიტიკო” წერს.

გამოცემის ცნობით, იტალია აქტიურად უჭერს მხარს ბელგიას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივებიდან €210 მილიარდის გადაცემას ითვალისწინებს.

“რომის ჩარევა ევროკავშირის ლიდერების გადამწყვეტი შეხვედრის წინ ძირს უთხრის ევროკომისიის იმედებს ამ გეგმის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ დასრულებაზე”, – წერს “პოლიტიკო”.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბელგიის მთავრობა იმის შიშით ყოყმანობს, რომ მას მთელი თანხის გადახდა მოუწევს, თუ რუსეთი ფულს უკან დაიბრუნებს.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიამ დიპლომატიური დინამიკა შეარყია ბელგიასთან, მალტასთან და ბულგარეთთან ერთად დოკუმენტის შემუშავებით, რომლითაც ევროკომისიას მოუწოდებს, შეისწავლოს ალტერნატიული ვარიანტები რუსული აქტივების გამოყენების ნაცვლად, რათა უკრაინა მომდევნო წლებში ფინანსურად გადარჩეს.

ოთხმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი “მიმართავენ კომისიას და საბჭოს, განაგრძონ ალტერნატიული ვარიანტების ძიება და განხილვა ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პროგნოზირებადი პარამეტრებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ნაკლებ რისკებს შეიცავს”. ასევე, ეს ოთხი ქვეყანა “გეგმა ბ”-ზე საუბრობს, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის დონეზე ერთობლივი სესხის გამოშვებას უკრაინის დასაფინანსებლად მომავალი წლების განმავლობაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...