„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც, თავის მხრივ თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპის ბიუროკრატია აკონტროლებს, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის რომ არასამთავრობო სექტორი ევროპაშიც და საქართველოშიც იყო მართული „დიფ სთეითის“ მიერ, ქართულმა მხარემ დიდი ხნის წინ თქვა.
„ილონ მასკის განცხადებაზე ბევრად უფრო ადრე ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორი იქცა „დიფ სთეითის“ ფსევდო ლიბერალების აქტივისტების ჯგუფებად, დესანტებად, სადაც ისინი ქვეყანაში არეულობის შემოტანას გარე დაფინანსებებით ცდილობდნენ. ისინი აპირებდნენ ტექნიკური მთავრობის სახით საქართველოშიც მოქცეულიყვნენ საზოგადოების სათავეში და ქვეყნის ბედი გარე დაკვეთებით თავად ემართათ.
ასე რომ, მხოლოდ აქ არ არის პროტესტი ენჯეო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის სათავე არის იქ [აშშ], რაც, რა თქმა უნდა კარგია,” განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.









