12 დეკემბერი, პარასკევი, 2025
12 დეკემბერი, პარასკევი, 2025

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, ბრიუსელი დაინახავს, რომ ეს არის კეთილი სურვილი და არა აზრს მოკლებული კრიტიკა, რომ პატივი სცენ პარტნიორებს, ნაცვლად შანტაჟის და პოლიტიკური ზეწოლისა

იმიტომ ხდება და ვხედავთ ასეთ თანხვედრას [აშშ-სთან], რომ ჩვენ ვსაუბრობდით სიმართლეს და მივუთითებდით ბრიუსელს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი გზა საკუთარი თავის წარმოჩენისa და რეალიზებისთვის მთელ მსოფლიოში, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

„იმედი გვაქვს, არ იქნება ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვები და ბრიუსელი დაინახავს, რომ ეს არა აზრს მოკლებული კრიტიკაა, არამედ კეთილი სურვილია მისი პარტნიორების, რომ გაიჯანსაღონ საკუთარი თავი, გახდნენ უკეთესები, პატივი სცენ პარტნიორებს და არა ის, რომ შანტაჟითა და პოლიტიკური ზეწოლით თავს მოახვიონ თავიანთი არასწორი პოლიტიკა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ევრობიუროკრატიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს აქვეყნებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები