12 დეკემბერი, პარასკევი, 2025
12 დეკემბერი, პარასკევი, 2025

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი: 14 წლის წინ ევროკავშირის ნომინალური მშპ ამერიკისას აღემატებოდა, წელს კი 20%-ით ჩამორჩება

ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, ევროკავშირი ეკონომიკურად სუსტია.

პაზდერის თქმით, 14 წლის წინ ევროპული ბლოკის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატებისას აღემატებოდა, წელს კი 20%-ით ჩამორჩება.

ევროკავშირში ამერიკის ელჩი განმარტავს, რომ ევროპის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ვაშინგტონს ევროპის სახით ძლიერი და არა სუსტი მოკავშირე სურს.

„ვისურვებდით, რომ ევროპა ეკონომიკურად ძლიერი იყოს. ეკონომიკურად სუსტი ევროპა არც მათ ინტერესებშია, და არც ჩვენ საუკეთესო ინტერესებში. ვფიქრობ, ეკონომიკურად ევროპას რეალური პრობლემები აქვს. 14 წლის წინ მათი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი უსწრებდა ამერიკისას, ხოლო წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ის 20%-ით ქვემოთაა. ევროპის ინდუსტრიული გიგანტის, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კი დასავლეთ ვირჯინიის შტატს ჩამორჩება. ეს შტატი კი ამ მაჩვენებლით 49-ე ადგილზეა. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ზოგადად ამ მაჩვენებლით მისისიპის შტატსაც კი ჩამორჩებიან“, – თქვა პაზდერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები