12 დეკემბერი, პარასკევი, 2025
12 დეკემბერი, პარასკევი, 2025

ევროპარლამენტარი ჟორდან ბარდელა: თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, მისი ორმხრივი დახმარების ვალდებულება გვექნება, რამაც, შესაძლოა, საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაითრიოს

საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი და ევროპარლამენტარი ჟორდან ბარდელა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ბარდელას თქმით, ეს ნაბიჯი საფრანგეთს კონფლიქტში ჩაითრევს, რასაც დრამატული შედეგები მოჰყვება.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის ბიუროკრატია, მისი ეკონომიკური და საიმიგრაციო პოლიტიკა. მან ასევე ბრიუსელი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვაშიც დაადანაშაულა.

„ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ორი მიზეზით ვეწინააღმდეგები. პირველი: თუ უკრაინა შემოგვიერთდება, ჩვენ მისი ორმხრივი დახმარების ვალდებულება გვექნება, რამაც, შესაძლოა, საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაითრიოს, რასაც დრამატული შედეგები მოჰყვება. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინის გაწევრიანება ჩვენს საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას გაანადგურებს. ყოველთვის, როცა ევროკავშირი რამე სფეროში ერევა, შედეგად კატასტროფას ვიღებთ. არ მინდა, რომ ხვალ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რომ ფრანგი ჯარისკაცები გარეშე ძალების თეატრალურ ოპერაციებში დაიღუპონ“, – თქვა ბარდელამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები