პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ევროკავშირს მალე სრული გავლენა ექნება იმაზე, თუ ვინ იქნება წევრი სახელმწიფოების მმართველობაში

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მრჩეველი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ ევროკავშირს მალე სრული გავლენა ექნება იმაზე, თუ ვინ იქნება წევრი სახელმწიფოების მმართველობაში.

სარიუშ-ვოლსკის თქმით, ბრიუსელი წევრი სახელმწიფოების კომპეტენციების უზურპირებას ცდილობს. პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ამ მიზნით ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტი გახდება საერთო ბიუჯეტი.

მისივე თქმით, ეს იქნება სისტემური რევოლუცია, რომლის შემდეგაც ევროკავშირს ექნება უფლება წევრ ქვეყნებს ვალები და საკუთარი გადასახადები დააკისროს, წაართვას ვეტოს უფლება, თავად იქცეს სახელმწიფოდ, წევრი ქვეყნები კი ფედერალურ სახელმწიფოებად გარდაქმნას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...