ზაზა დობორჯგინიძე: პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა საქართველოს პრემიერი ესწრება იმავე ღონისძიებას, რასაც პუტინი მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.

დობორჯგინიძის განცხადებით, ერთადერთი რამ, რაც ასეთ შეხვედრებზე შეუძლია საქართველოს ხელისუფლებამ მოიმოქმედოს არის ოკუპაციის თემაზე საუბარი მსგავს ფორმატში, რაც ირაკლი კობახიძე უკვე გააკეთა.

„პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, პუტინის არსებობის უარყოფით პუტინი არ გაქრება. ყველა ღონისძიებას ესწრება პუტინი რაც აზიაში იმართება (დასავლეთში მის რეინტეგრაციასაც მოვასწრებით მალე). საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში, არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, როცა საქართველოს პრემიერი ესწრება იმავე ღონისძიებას, რასაც პუტინი მომავალშიც ბევრჯერ მოგვიწევს ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ერთადერთი რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს არის ოკუპაციის ხსენება მსგავს ფორმატებში, რაც გააკეთა კობახიძემ. მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა.“- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...