12 დეკემბერი, პარასკევი, 2025
12 დეკემბერი, პარასკევი, 2025

ლადო სადღობელაშვილი: არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას! – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გამბედაობა სჭირდება ინგლისურ ენაზე ოკუპაციაზე საუბარს რუსეთის და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში და ამ სიტყვების შემდეგ, “ოცნებას” და სამთავრობო გუნდს “ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას რომ უწოდებენ”, სირცხვილია.

“არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვის გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას!

ვციტირებ: “… ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რიალობასთან ერთად საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად არამედ ეგსისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს…” (საუბრობს ინგლისურ ენაზე)
– ინგლისურ ენაზე ისაუბრო ოკუპაციაზე რუსეთის და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში, ამას გამბედაობა უნდა მეგობრებო და მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამ სიტყვების შემდეგ “ოცნებას” და სამთავრობო გუნდს ვიღაც ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას უწოდებენ!

– ღირსებით !” – წერს სადღობელაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები