12 დეკემბერი, პარასკევი, 2025
12 დეკემბერი, პარასკევი, 2025

გიორგი გვიმრაძე: პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას, აშხაბადში – ლიბერალურ საზოგადოებას რომ უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას, ეს არაფერს ნიშნავს

პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აშხაბადში ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ფორუმზე, – წერს “პირველი არხის” ანალიტიკოსი, გიორგი გვიმრაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ლიბერალურ საზოგადოებას “უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი” აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას, თუმცა, ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლება იაზრებდეს ამ რეალობას და შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც ამ ვიზიტით აკეთებს კიდეც.

“პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აშხაბადში ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ფორუმზე. ის რომ ლიბერალურ საზოგადოებას უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას ეს არაფერს ნიშნავს. ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლება იაზრებდეს ამ რეალობას და შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც ამ ვიზიტით აკეთებს კიდეც.” – წერს გიორგი გვიმრაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები