პოლონელი დეპუტატი: ამერიკამ, როგორც იქნა, სიმართლე თქვა ევროკავშირზე, რომ ის არის ბრმა, გარკვეულწილად ყრუ და მოძველებული, ასევე, მემარცხენეთა მრავალწლიანი მმართველობის ნიადაგზე – დეგრადირებული

პოლონეთის სეიმის წევრის ზბიგნიევ ზიობროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ბრიუსელის პოლიტიკის არაეფექტიანობა გამოაშკარავდა.

ზიობროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ იმ პოლიტიკას აკრიტიკებს, რამაც ევროპის კონტინენტი სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ ნგრევამდე მიიყვანა და ახლა ცივილიზაციური აღსასრულის ზღვარზე დგას.

პოლონელი დეპუტატის თქმით, ევროპა ფუნდამენტურ პრინციპებს უნდა დაუბრუნდეს, უარი თქვას ცენტრალიზაციაზე, ბიუროკრატიასა და მემარცხენე სოციალურ ინჟინერიაზე.

„ამერიკამ, როგორც იქნა, სიმართლე თქვა ევროკავშირზე, რომ ის არის ბრმა, გარკვეულწილად ყრუ და მოძველებული, ასევე მემარცხენეთა მრავალწლიანი მმართველობის ნიადაგზე – დეგრადირებული. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგიაში ბრიუსელის პოლიტიკის არაეფექტიანობა გამოაშკარავდა. ეს არის პოლიტიკა, რომელმაც კონტინენტის სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ კოლაფსამდე მიიყვანა, ანუ ცივილიზაციური სიკვდილის ზღვარზე. დროა ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ევროპული ძალის ფუნდამენტურ პრინციპებს. ევროპის მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ქრისტიანული ღირებულებები“, – დაწერა დეპუტატმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...