„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშზე: ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით, რომლებსაც დიდი ხანია თავად გამოეთხარათ ძირი

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ანგარიშს X-ზე ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით ბოლოდან მე-4 ადგილზე იმყოფება.

ანალიტიკოსი აღნიშნულ ორგანიზაციას ბუნდოვანს უწოდებს და ამბობს, რომ იგივე ორგანიზაცია პრესის თავისუფლების ხარისხს უწუნებს შეერთებულ შტატებსაც.

„გაუგებარი NGO ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამბობს, რომ ევროპაში საქართველო პრესის თავისუფლების მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზეა.
იგივე NGO პრესის თავისუფლების ხარისხს უწუნებს აშშ-ს.

საქართველოს ხელისუფლება და აშშ-ს ხელისუფლება, კერძოდ ჯეი დი ვენსი ერთნაირად აფასებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას – როგორც დაქირავებულ ბანდას, რომელიც ასრულებს დაკვეთებს.
ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით, რომლებსაც დიდი ხანია თავად გამოეთხარათ ძირი. შეფასების გაკეთება მარტივია.“ -წერს ვახტანგ თოფურია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...