ეკა სეფაშვილი ალეკო ელისაშვილის ქმედების შესახებ ALDE-ს განცხადებაზე: ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ

„სამარცხვინო“ უწოდა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ალეკო ელისაშვილის ქმედების შესახებ ALDE-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ALDE-ს დაგვიანებული შეფასებები ელისაშვილის ქმედებაზე, ამ ორგანიზაციის გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ ყოფნაზე მიუთითებს.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ALDE-ს მსგავსი ორგანიზაციები ახორციელებენ იმ დამკვეთების მითითებებს, რომელთაც საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა სურთ.

„ALDE-ს განცხადება არის სამარცხვინო განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის დაახლოებით 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი განახორციელა. ALDE-მ ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ქმედება, იმდენადაა მოყოლილი გლობალური აქტორების დაჯგუფების გავლენის ქვეშ, რომლებიც მართავენ სწორედ ასეთი ტერორისტული აქტებს საქართველოში და ცდილობენ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლასა და სხვა მსგავს აქტივობებს ქვეყნის წინააღმდეგ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...