გიორგი გამსახურდია კალიფორნიის გუბერნატორზე: ასეთი ბოროტი ავადმყოფების დასამარების ეპოქა დაიწყო და მალე წარმატებით დამთავრდება

გიორგი გამსახურდია, კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებას, სადაც ის ტრანსგენდერი ბავშვების ხილვის სურვილზე და ამ ჯგუფის მხარდაჭერაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში აფასებს.

გამსახურდია მიიჩნევს, რომ ტრამპის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იქნება, ხოლო, ნიუსომის მსგავსი “ბოროტი ავადმყოფების დასამარების” ეპოქა, მალე წარმატებით დასრულდება.

“წარმოგიდგენიათ, აი ამისთანა არსებებს რომ მოეგოთ არჩევნები ამერიკაში? რას დაატრიალებდნენ ეს გარეწრები დაახლოებით ხვდებით.

აქვე დავწერ, პატრიოტი და უმაგრესი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იქნება თავისი ვადა და მერე 2 ვადა იქნება მისი კანდიდატი, ჯეი დი ვენსი.

ამისთანა ბოროტი ავადმყოფების დასამარების ეპოქა დაიწყო და დამთავრდება მალე წარმატებით.” – წერს გიორგი გამსახურდია.

https://www.facebook.com/share/p/14YKPuK5YsY/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...