თენგიზ შარმანაშვილი კალიფორნიის გუბერნატორზე, რომელმაც განაცხადა, რომ „სურს იხილოს ტრანსგენდერი ბავშვები“: ეს არის ალტერნატივა აშშ-ისთვის და არა მხოლოდ ამერიკისთვის, ასეთებს უნდათ აქაც ხელისუფლების ძალადობით დამხობა. კიდევ იტყვის ვინმე, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი საფრთხეა?

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტობის მთავარი პოტენციური კანდიდატის, კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ამბობს: „მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები… არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტი ტრანსგენდერების სასარგებლოდ კანონმდებლობა მიუღია“.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, სწორედ გევინ ნიუსომი და მისი განცხადებაა ალტერნატივა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, სწორედ ნიუსომის მსგავს პირებს სურთ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.

„აშშ-ის პრეზიდენტობის მთავარი პოტენციური კანდიდატი მომავალ არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი: „მინდა ვნახო ტრანსგენდერი ბავშვები… არ არსებობს გუბერნატორი, რომელსაც ჩემზე მეტი ტრანსგენდერების სასარგებლოდ კანონმდებლობა მიუღია“.

აი, ეს არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. არა მხოლოდ ამერიკისთვის, ასეთებს უნდათ აქაც ხელისუფლების ძალადობით დამხობა აქ. კიდევ იტყვის ვინმე, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი საფრთხეა?“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...