11 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025
11 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025

ირაკლი კირცხალია კაია კალასის და ანტონიო კოშტას განცხადებებზე: როდესაც გადავავლებთ თვალს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მათ ქმედებებს, არა მარტო ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელიცაა ეს განცხადებები, იმიტომ, რომ არათუ ერევიან, არამედ, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

ღიმილისმომგვრელია მათი ეს განცხადება. როდესაც გადავავლებთ თვალს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მათ ქმედებებს, განცხადებებს, აქ თავიანთი აგენტურისთვის მათ მიერ მიცემულ დავალებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამარტო ღიმილისმომგვრელი, შეურაცხმყოფელიცაა ეს განცხადება, ჩვენი ქვეყნის ჭრილში რომ განვიხილოთ, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით, არათუ ერევიან, არამედ, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, კაია კალასის და ანტონიო კოშტას განცხადებები, რომლებიც სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობაზე საუბრობენ.

კირცხალიას თქმით, სწორედ ევროპელი ბიუროკრატების ჩარევის და მართული პოლიტიკოსების ჩარევამ შიდა საქმეებში, მიიყვანა უკრაინა იმ ვითარებამდე, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია.

“გადავიდეთ რეგიონულ ჭრილში, კარგად ვიცით და კარგად ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში, რა პოლიტიკაა უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რამაც უკრაინა მიიყვანა იმ დღემდე, რა დღეშიც არის დღეს. ეს პროქსი-სახელმწიფო, სწორედ ამ ბიუროკრატების, არაფორმალური მმართველებისგან მართული პოლიტიკოსების ჩარევამ შიდა საქმეებში, ვნახეთ სადამდე მიიყვანა. კარგად ვნახეთ, რა სურვილი ჰქონდათ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებითაც, ასე რომ ასეთი განცხადება, მას შემდეგ, რაც მსოფლიომ იხილა ტრამპის ინტერვიუ “პოლიტიკოსთან” სადაც მან ნიღაბი ჩამოხსნა იმ დიდ სქემას და ბოროტ მანქანას, რომელიც მოქმედებდა და მოქმედებს ბრიუსელში. ასე რომ, არამხოლოდ ღიმილისმომგვრელი, არამედ, შეურაცხმყოფელია მსგავსი განცხადებები,” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები