ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის განცხადებით, განათლების სექტორში არსებული რეფორმებით ღარიბებს ართმევენ განათლების უფლებას და მათ იაფ მუშახელად აქცევენ. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
“ოლიგარქიაო რომ ვამბობთ, იცით რას ვგულისხმობთ? მაგალითად იმას, რომ განათლების “რეფორმის” არცერთი მუხლი მდიდრებს არ ეხებათ. არცერთი. მათი შვილები ისედაც 12-კლასიან კერძო სკოლებს დაამთავრებენ, მათი შვილები ისედაც კერძო ან უცხოურ უნივერსიტეტებში ისწავლიან, მათი შვილები უნივერსიტეტის გარეშეც მშვენიერ სამსახურებს იშოვიან, იმ ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, ვისთვისაც უნივერსიტეტში მოხვედრა მინიმალურ შანსს მაინც აჩენდა, რომ ისინი ნორმალურ კარიერას გაიკეთებდდნენ და სიდუხჭირეს თავს დააღწევდნენ.
სურათი საერთო ჯამში ასე გამოიყურება: ერთ ძალიან მდიდარზე მომუშავე ბევრი მდიდარი დაჯდა და მოიფიქრა გეგმა, თუ როგორ აქციონ ქვეყანა მათზე მომუშავე ერთ დიდ ოფისად.
ღარიბებს ართმევენ განათლების უფლებას და მათ იაფ მუშახელად აქცევენ, რომელსაც გამოიყენებს ვინ? მართალია: თავად ისინი, თავიანთ სამშენებლოებში, სასტუმროებში, გადაზიდვებში და დაცვის პოლიციებში. ამიტომ არის ოლიგარქია ცუდი და ამიტომ იყო მისი მხარდაჭერა ძალიან დიდი გულუბრყვილობა”, – წერს ლევან ღამბაშიძე.









