4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: ჩვენი დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ალენ ბერსე წერს, რომ საქართველოსთან დიალოგი არსებითი მნიშვნელობისაა და ევროპის საბჭო ქართველი ხალხის დემოკრატიულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უპირობოდ უჭერს მხარს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია. კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას“, – წერს ბერსე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.