4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“ქართული ოცნების” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, შალვა მაისურაძე, ცოტნე დადიანის ქუჩა N303-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგემები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.

„ადგილზე გავეცანი მოსახლეობის პრობლემებს. პირველ რიგში, აღინიშნა აქ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის საჭიროება. ამ კორპუსის მობინადრეებს ასევე სურთ საპარკე სკამებისა და საბავშვო-გასართობი ატრაქციონების მოწყობა. ყველა საკითხი გადავეცით რაიონულ გამგეობას და სამომავლოდ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი ჩართულობით, აღნიშნული მოთხოვნების უმეტესობა დაკმაყოფილდება“, – განაცხადა შალვა მაისურაძემ.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი იყრის კენჭს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.