კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება

„ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს 4 ოქტომბრისთვის იმის ფონზე, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება.

„4 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. დააკვირდით, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისი მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში შემთხვევით ვნახე მისი ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. უყუროს ნორმალურმა ადამიანმა ამას და ყველაფერი ცხადი გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

Deutsche Welle: საქართველოდან 3 თვეში იმაზე მეტი რუსეთის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო ქვეყნიდან რუსეთის 109 მოქალაქე გააძევეს - ეს მაჩვენებელი თითქმის ერთნახევარჯერ...