ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის სანქციებზე: რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება მაინც დადონ, რითი გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში – ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და ჯობია, თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ, მოაწესრიგონ ქვეყანაში დემოკრატია

დასანქცირების აბსურდი გრძელდება, – ამ სიტყვებით აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს თავად აქვს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, რამდენადაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის პრეზიდენტსა და ადმინისტრაციასაც ჰქონდა საუბარი მათ ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერთან.

„აბსოლუტურად უაპელაციოდ, რუსეთთან კავშირებზე საუბრობენ ბოლო 13 წელია და რაღაც მტკიცებულება დადონ ან ერთი მაგალითი მოიყვანონ, რითი გაძლიერდა რუსეთის გავლენები საქართველოში ჩვენს პირობებში. ფიზიკურად მაგალითს ვერ მოიყვანენ. კონკრეტულად ბრიტანეთს თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერი ბრძანდებოდა აშშ-ში, ბატონ ტრამპსა და ადმინისტრაციას შეხვდა. სერიოზული კრიტიკა მიდის აშშ-ის მხრიდან ბრიტანეთის მისამართით, იქედან გამომდინარე, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება და ათობით ათასი ადამიანი არის დაკავებული იმისთვის, რომ facebook-ზე რაღაც კონსერვატორული ღირებულებების და მიმართულებების პოსტებს აქვეყნებენ, შესაბამისად, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა ბრიტანეთისთვის, ჩვენ ვიხილეთ ძალიან სერიოზული აქციები მიგრაციის პოლიტიკის საპირისპიროდ და შესაბამისად, ჯობია თავისი შიდა საქმეებით დაკავდნენ და მოაწესრიგონ თავის ქვეყანაში დემოკრატია“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან...