„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ე.წ. „ზეემკას“ დასახლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური აგრძელებს შეხვედრებს წმინდა ბარბარეს დასახლების მოსახლეობასთან. ამჯერად კანდიდატი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან სოზარ სუბართან ერთად ე.წ.

„ზეემკას“ დასახლების 111-ე და 113-ე კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. მოცემულ ლოკაციაზე რეაბილიტირებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია ასფალტი ცენტრალურ და შიდა გზებზე, მოწყობილია გარე განათების სისტემა, თუმცა შეხვედრაზე ადგილობრივების მიერ დასახელდა გარკვეული ლოკალური პრობლემები. კანდიდატმა მხარდაჭერა აღუთქვა ადგილობრივებს და აღნიშნა, რომ მათივე ჩართულობით და მათთან აქტიური თანამშრომლობით მოხდება ამ პრობლემების აღმოფხვრა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ზაქარია წიკლაურმა მოსახლეობას თავისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც გააცნო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან...