17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვედრა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. ზაქარია წიკლაურმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ქინძმარაულის ქუჩის 30-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ავტოფარეხების დემონტაჟი და მოცემულ ლოკაციაზე ამჟამად თანამედროვე სტანდარტის რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და მათთან ერთად ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებიც განიხილა. ამასთან, კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც, ცხადია, სწორედ მათ საჭიროებებს არის მორგებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი და სამგორის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე იოსებ ბურდულაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები