17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

გია აბაშიძე: დაგმობენ კი ფარისეველი ამერიკელი კონგრესმენები ვარშავას პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამო? ევროკავშირის მზარდი ვაჭრობა ჩინეთთან თურმე დასაშვებია, ხოლო პატარა და სუვერენული საქართველოსთვის – არა

დაგმობენ კი ფარისეველი ამერიკელი კონგრესმენები ვარშავას პეკინთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამო? ცხადია, არა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც ეხმიანება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლონეთში ვიზიტს.

ანალიტიკოსის განცხადებით, ცხადია, რომ ფარისეველი კონგრესმენები ვარშავას არ გააკრიტიკებენ პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული კომისიის სხდომის გამო, ვინაიდან, ევროკავშირისთვის დასაშვებია ჩინეთთან ვაჭრობა, ხოლო პატარა და სუვერენული საქართველოსთვის – არა. მისი თქმით, ეს თვალთმაქცობის აპოგეაა.

“დაგმობენ კი ფარისეველი ამერიკელი კონგრესმენები ვარშავას პეკინთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამო? ცხადია, არა.

ევროკავშირის მზარდი ვაჭრობა ჩინეთთან თურმე დასაშვებია, ხოლო პატარა, ამაყი და სუვერენული საქართველოსითვის, არა. თვალთმაქცობის აპოგეა!

ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, პოლონეთს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩინეთის კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი, ვანგ ი სტუმრობდა. ის შეხვდა პრეზიდენტ ნავროცკის და კოლეგა სიკორსკის.

ვანგ იმ ვიზიტისას აღნიშნა:
“ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის როლს ევროპაში და ჩინეთ-პოლონეთის ურთიერთობებს მუდმივად მიიჩნევს ჩინეთ-ევროპის ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილად. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობასა და ურთიერთსწავლებაზეა აგებული, კავშირი, რომელიც განსაკუთრებით ფასეულია დღევანდელი მღელვარე საერთაშორისო ვითარების ფონზე და იმსახურებს მის დაფასებას”. – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები