17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

კონსტანტინე ჟღენტი: ის რაც ჩვენთან ხდება, არცერთ წიგნში წამიკითხავს და არც სახელმძღვანელოში. არავითარი კავშირი ამას დიპლომატიასთან არ აქვს

დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ საქართველოში მომუშავე უცხოელი კოლეგების ქმედებები შეაფასა. ამან აღნიშნა, რომ დიპლომატია დაფარული პროფესიაა, რომ ყველაფერი, რასაც დიპლომატი აკეთებს ხელის გულზე იდოს.

„ის რაც ჩვენთან ხდება, არცერთ წიგნში წამიკითხავს და არც სახელმძღვანელოში. არავითარი კავშირი ამას დიპლომატიასთან არ აქვს, იმიტომ რომ დიპლომატიის მთავარი წესების ასე აშკარა უგულებელყოფა არც წამიკითხავს არსად. სიმართლე გითხრათ, შემიძლია ვთქვა ჩვენ მიერ ძალიან ხშირად გამეორებული ხარისა და იუპიტერის ამბავი. ნამდვილად ასეა, იმიტომ, რომ რასაც თვლიან რომ თვითონ შეიძლება აკეთონ, ჩვენ ამის კეთება არ შეგვიძლია და ეს ვრცელდება მათ შორის დიპლომატებზეც“, – აცხადებს ჟღენტი.

მისი თქმით, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში ასეთი ქმედებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობად ფასდება. დიპლომატი მიიჩნევს, რომ ამას საქართველოს მთავრობის მხრიდან „ჭკვიანური რეაგირება“ სჭირდება.

„მაგალითად, დღეს ძალიან მომეწონა პრემიერის განცხადება, რომელიც დიპლომატებს არ ეხებოდა, მაგრამ ზოგადად განაცხადა, რომ რაღაც ძალიან მიეჩვიენ მუქარებს და ასე არ გამოვაო, უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას და ცოტა სხვანაირი ზომები უნდა მივიღოთ ამის წინააღმდეგო. იმედი მაქვს, რომ ეს შეეხება დიპლომატიასაც“, – განაცხადა ჟღენტმა.

დიპლომატი ასევე დღეს ბრიტანეთის საელჩოში გიორგი გვარამიასა და გიგა ბოკერიას მისვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის მიზანი იყო, „საქართველოში უცხოეთის მხარდამჭერებმა არ დაკარგონ მათი იმედი და ყველა დონეზე მოხდეს მათთან ისეთი კონტაქტი, რომ რაღაცნაირად გავლენა ჰქონდეთ ხალხის გადაწყვეტილებაზე მომავალი არჩევანის დროს“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები