ტრამპმა „ტიკ-ტოკის“ პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 16 დეკემბრამდე გადაავადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპლიკაცია „ტიკ- ტოკის“ პოტენციური აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადადო და ვადა 16 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტრამპმა ფედერალურ ორგანოებს დაავალა, შეაჩერონ კანონის ამოქმედება, რომელიც „ტიკ- ტოკს“ ჩინეთთან კავშირის გამო ეროვნული უშიშროების საფრთხედ მიიჩნევს.

ტრამპის განკარგულებამდე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის „ტიკ-ტოკთან“ დაკავშირებით ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, აპლიკაცია შტატებში ფუნქციონირებას გააგრძელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებაზე: ერთი წინადადებით...

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შედეგია. მისი შეფასებით,...