ნიკოლოზ სამხარაძე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე twitter-ში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პოსტს აქვეყნებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული კიდევ ერთი აღსანიშნავი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო არა 2008 წელს, არამედ დიდი ხნით ადრე. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში, განსაკუთრებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც 2017 წელს, წარმოადგინა მასალები და საკუთარი პოზიცია“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დოკუმენტი: ბმული

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...