“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უწყებამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
“მას შემდეგ, რაც აქაურ NGO – ებს ხელისუფლებამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობა მოსთხოვა – ყველა მათგანმა უარი თქვა თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებაზე. ზოგი დაიხურა, ზოგმა რეგისტრაცია ქვეყნიდან გაიტანა და ა.შ…ერთი სიტყვით, რადიკალებს რევოლუციის “თეთრი ფული” გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა და კარგია, რომ სპეცსამსახურები ფხიზლად არიან.”- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.