“ქართული ოცნების” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, ზამურ ჭითანავამ, აკაურთის თემის მაჟორიტარობის კანდიდატ ფარუხ სარიევთან ერთად, მორიგი შეხვედრა გამართა აკაურთის, სენების, ბერთაკარისა და ძველი ქვეშის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა, ადგილობრივებს გააცნო სამომავლო გეგმები და მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.
„თითოეულ შეხვედრაზე ვრწმუნდები, რომ მშვიდობა და ერთობა ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი ფასეულობაა. მოქალაქეების გულწრფელი მხარდაჭერა, ინიციატივები და ინტერესები მაძლევს კიდევ უფრო დიდ ენერგიას, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ერთად გადავდგამთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების გარანტია,“ – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.