16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025
16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია: რუსებისთვის საყვარელი არტისტები ინსტაგრამზე გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები – ერთადერთი ვისაც რუსული ავტორიტერული სისტემა ვერ მოერია, არის ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი, ყოჩაღ, ელენე!

რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები, – ამის შესახებ ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ერთადერთი, ვისაც რუსული ავტორიტარული სისტემა ვერ მოერია, ელენე ხოშტარიაა და ის კვლავაც იღებს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარს.

“რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ხელშეუხებელი ან აბსოლუტური უფლება. ნებისმიერი ღვაწლის, გავლენის და ძალის ადამიანს შეიძლება ჩამოართვან ქონება, ჯილდოები, აუკრძალონ ქვეყნის დატოვება ან შემოსვლა. განსაკუთრებით, ეს ყველაფერი გამძაფრდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ომის დაწყების დღიდან. რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები. დასაჯეს ისინიც კი, ვინც უკრაინაში შეჭრას კი არ გმობდა, უბრალოდ იძახდა რომ ომი ცუდია. ერთადერთი ვისაც რუსული ავტორიტერული სისტემა ვერ მოერია და ვერ გადაახტა არის ელენე ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი. ამ ადამიანმა, რომელიც თავდაუღალავად ებრძვის რუსულ რეჟიმს საქართველოში და ყოველ დღე აახლოვებს პუტინის აღსასრულს, შეუძლებელი შეძლო და საუკუნეების ნაშენები ავტორიტარიზმი ჩიხში მოამწყვდია. ყოჩაღ ელენე!” – წერს თოლორაია.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=769193809312713&id=100086663034626&rdid=4CyMcuDJD5GIJgA8#

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლაშა გეგეჭკორი: 2012 წლის 21...

სოსო არჩვაძე: 2025 წლის მეორე...