16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025
16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ჭიჭინაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა. კანდიდატმა დევნილებს თავისი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმ შენობებში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მათ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდათ და მხოლოდ რამდენიმე ოჯახია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა, თუმცა თუ ისინი შესაბამის დოკუმენტაციას შეაგროვებენ, ეს პრობლემა აღმოიფხვრება. დევნილებმა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და შიდა გზების მოასფალტება, ასევე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მოითხოვეს.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეი დი ვენსი: არ არსებობს...