15 სექტემბერი, ორშაბათი, 2025
15 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს კონკრეტულ დაკვეთასთან, რომლის მეშვეობითაც განცხადებაში ნახსენები უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას და საერთაშორისო დონეზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ადვოკატი გამოქვეყნებულ წერილში დეტალურად აღწერს, რომ [განცხადებაში ნახსენები უცხოელი ჟურნალისტები] სულ რამდენიმე საათის მანძილზე ითხოვდნენ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც უამრავ დეზინფორმაციას და სიცრუეს შეიცავდა”.

წილოსანის განცხადებით უცხოური მედია საშუალებები არა ერთხელ ყოფილან გამოვლენილი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ფინანსური გავლენების შესაბამისად მოქმედებენ და მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც საქმე კონკრეტულ დაკვეთასთან გვაქვს.

„მათ შორის, ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული და ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიც, როგორ ხდება ხოლმე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სწორი ინფორმაციის მიჩქმალვა, მათ შორის, სამწუხაროდ უცხოურ მედია საშუალებებში. უცხოური მედია საშუალებები არა ერთხელ და მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდანაც იქნა გამოვლენილი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ფინანსური გავლენების შესაბამისად მოქმედებენ და ამ შემთხვევაში როგორც ვხედავთ, კონკრეტულ დაკვეთასთან გვაქვს საქმე, რომლის მეშვეობითაც ისინი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას და საერთაშორისო დონეზე არასწორი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, ისეთი აბსურდული ბრალდებების კუთხით, როგორიც არის საქართველოში თითქოს ადამიანის უფლებების უკუსვლა და დემოკრატიის უკუსვლაა. ამის საწინააღმდეგო სწორედ ყველა იმ ანგარიშშია მოცემული, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება და საქართველოს რეიტინგებში წინსვლა, რომელიც აღიარებს როგორც დემოკრატიის, ასევე სხვადასხვა რეფორმების კუთხით საქართველოს პროგრესს, სრულად აბათილებს იმ ბრალდებებს, რომელიც ამ შემთხვევაშიც ამ ჟურნალისტებს სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით The Guardian-ის ჟურნალისტი Daniel Boffey და Philip Shishkin (ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტი) დაუკავშირდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები