წიქვაძის წერილიდან ირკვევა, რომ ეს ქმედებები პირდაპირ არის მიმართული უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედის იმიჯის შელახვისკენ. ამ მიზნით, ბაჩიაშვილის ოჯახი მიმართავს უცხოურ გამოცემებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მზად არიან ივანიშვილს დააბრალონ ისეთი ბრალდებები, როგორებიცაა – ბაჩიაშვილის პატიმრობაში ყოფნა, ნეპალში სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და უკრაინის ომის წაგება – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, დასავლური მედიის წარმომადგენლები თავს „დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლებად“ ასაღებენ, თუმცა არ ინტერესდებიან, რატომ არ ასაჩივრებს ბაჩიაშვილის ოჯახი საქმის შედეგებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბნი თემო წიქვაძე წერილიდან ირკვევა თუ რა ღონისძიებებს მიმართავს ქართული სასამართლოს მიერ ქურდობაში, სახელმწიფო გადატრიალების დაფინანსებაში და სხვა ავაზაკობებში სასჯელმისჯილი გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახი. სახელდობრ კი მისი დედა, რათა ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნას უარყოფითი გარემო. ამ შემთხვევაში ვნება მიაყენოს უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედის იმიჯს. ამისათვის მიმართავენ მსოფლიოში სხვადასხვა ჯერ კიდევ სახელშემორჩენილი გამოცემებში საუბედუროდ არსებულ სულგაყიდულ ჟურნალისტებს, რომლებიც სათანადო თანხების მიღების შემდეგ მზად არიან ბიძინა ივანიშვილს დააბრალონ, არათუ თითქოსდა უდანაშაულო სინამდვილეში კი ქურდისა და თაღლითის ბაჩიაშვილის პირად პატიმრობაში ყოფნა, არამედ ნეპალში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და მიმდინარე უკრაინის ომის წაგება.
ისე საინტერესოა ეს ე.წ. დემოკრატიისა და ადამიანების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი ე.წ. დასავლელი ჟურნალისტები, რატომ არ ეკითხებიან ბაჩიაშვილის გულშემატკივრებს და მის საახლობლოს თუ რატომ არ არ ასაჩივრებენ ისინი ქურდ ბაჩიაშვილის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში? რატომ უარყოფენ ქართული თემიდის მიერ გამოტანილ სამართლიან განაჩენს და ამით ცდილობენ უარყოფითი იმიჯი შეუქმბან ქართულ სახელმწიფო და სამართლებრივ სივრცეს.
პასუხი მარტივია-იციან, რომ სტრასბურგში ბაჩიაშვილის საქმე მათი კლიენტის უეჭველი გამტყუნებით დასრულდება. ამიტომაც ცდილობენ ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას. რომელიც როგორც ბევრი სხვა საქმე წაღებული ევროპაში ამ 13 წლის განმავლობაში სწორედ მათივე ხელში არსებული ჭიქების მსხვრევით, რომ მთავრდება.“ – წერს გვენეტაძე.