14 სექტემბერი, კვირა, 2025
14 სექტემბერი, კვირა, 2025

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირის მეხუთე კვარტლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელზეც კანდიდატმა ადგილობრივებს თავისი სამოქმედო გეგმა გააცნო, აღინიშნა, რომ ამ უბანში მოწესრიგდა შიდა გზები, დაიგო ასფალტი, მოეწყო გარე განათების სისტემა და რეკრეაციული სივრცეები, თუმცა შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე ლოკალური პრობლემაც, კერძოდ 128-ე საბავშვო ბაღსა და მე-11 კორპუსს შორის არსებულ ტერიტორიაზე დაზიანებულია ასფალტი და წვიმის დროს წყალი გროვდება, ასევე დაზიანებულია მე-11 კორპუსის პარაპეტი, რაც მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს. ამავე ლოკაციაზე არის ავარიული კორპუსი, რომლის მოსახლეობაც ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას ითხოვს. მიუხედავად არსებული პრობლემებისა შეხვედრაზე მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოხატა მმართველი გუნდის მიმართ, რომელმაც შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის სწორი მიმართულებით უწყვეტი განვითარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები