13 სექტემბერი, შაბათი, 2025
13 სექტემბერი, შაბათი, 2025

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე თმოგვის, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე თმოგვის, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

„თმოგვის ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარის პრობლემაა, სადაც საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოძველებული ქსელებია შესაცვლელი. წყალსადენისა და წყალარინების ცენტრალური ქსელის შეცვლის მოთხოვნას აუცილებლად გადავცემთ კომპანია GWP-ს. ასევე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება ილურიძის მე-3 შესახვევში. აღნიშნული პრობლემა გადავეცით რაიონულ გამგეობას და ვიმედოვნებ, სამომავლოდ ადგილობრივების ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდება“, – განაცხადა შალვა მაისურაძემ.

თვითმმართველობის არჩევნებში ნაძალადევის რაიონში მმართველი გუნდიდან მაჟორიტარობის ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები