მიხეილ ყაველაშვილი: მამუკა ჩარკვიანმა თავისი ნიჭითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში – მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.

მამუკა ჩარკვიანმა თავისი ნიჭითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში.

სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას.“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...