ტრამპი: ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების შემოღება კიდევ 90 დღით, ანუ 10 ნოემბრამდე გადაავადა.

„ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს. შეთანხმების დანარჩენი სხვა დებულებები ძალაში რჩება“, – დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩინეთთან შეთანხმების გაფორმებასთან ახლოსაა. ტრამპმა აგრეთვე არ გამორიცხა, რომ ის ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს წლის ბოლომდე შეხვდება, თუ შეთანხმება გაფორმდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თურქეთში მიმდინარე გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი...

თურქეთში მიმდინარე გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის...