დიმიტრი პესკოვი – დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს

დიმიტრი პესკოვი – დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ასევე, უკრაინის გარშემო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესისა და ამ პროცესში ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფის ერთგული ვრჩებით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს „პროცესი შენელდა“.

„ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი მართლაც შენელდა. რა თქმა უნდა, გვსურს უფრო ძლიერი დინამიკა ვნახოთ, რადგან ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ. ამ საკითხით კვლავ დაინტერესებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი უფრო მეტ დინამიკას შეიძენს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12 – დღიანი ბოლო ვადა მისცა.

„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რეგიონებში ამორტიზებული საავტომობილო...