4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მომღერალ ზაზა ნოზაძის ვიდეოკლიპს აზიარებს, სახელწოდებით “ლიბერალი ზაზები”.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა – კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს – “რუსეთუმე”, “პრორუსული”, “რუსული ჩარევა”.

“აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ “რუსულის” იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და ენჯეოებით ნერგავენ.

ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული ენჯეოების და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა – კოდური სიტყვები, რომლებიც დიპ სტეიტის აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს – “რუსეთუმე”, “პრორუსული”, “რუსული ჩარევა”.

თუმცა, სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც, წლების წინ, ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის “ლიბერალმა ზაზებმა” ამხილეს.”- წერს პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.