„თქვენი აქ ყოფნა არ გვიხარია!“ – თბილისში რუსი მოფარიკავეების წინააღმდეგ ხმაურიანი პროტესტი გაიმართა

„თქვენი აქ ყოფნა არ გვიხარია!“ – თბილისში რუსი მოფარიკავეების წინააღმდეგ ხმაურიანი პროტესტი გაიმართა
დილით ადრე სამოქალაქო აქტივისტებმა ფოიერვერკებით გააღვიძეს ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ. საუბარია პუტინთან დაახლოებულ სპორტსმენებზე, რომელთაგანაც ორი მოქმედი სამხედრო ოფიცერია და უკრაინის ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.

სამოქალაქო აქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერი წარწერით: „დღეს ფოიერვერკია, ხვალ გრადები იქნება“. პლაკატზე ასევე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები „რუსი ღორებად” იყვნენ მოხსენიებულები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, უკრაინელმა მოფარიკავემ დაამარცხა რუსი სპორტსმენი და მოქმედი სამხედრო ოფიცერი – სოფია ველიკაია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი...