დიმიტრი ხუნდაძე დონალდ ტრამპისა და თამარ ტალიაშვილის შეხვედრაზე: ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს ელჩის თამარ ტალიაშვილის შეხვედრაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს აუდიენცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოზიტიურ რელსებზე გადასვლის დასტურია.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მაღალი დონის ეს შეხვედრა შოკის მომგვრელი იქნება ქართველი რადიკალებისა და საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის.

„ამ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის, შეხვედრაზე იყო შეთანხმებული კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც მიჰყვება ორივე მხარე – ამერიკულიც და ქართულიც.

მე მწამს და ამას ყველა დავინახავთ, რომ ალბათ ელდა ეცა ახლა ოპოზიციას, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ შედის. მეტიც, ეს არა მხოლოდ მათ, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესს სცდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: განსხვავება ჩვენსა და სხვა არაკონსტიტუციურ პარტიებს შორის ის არის,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ევა გოცირიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ისაუბრა იმის შესახებ, უნდა შეერაცხოს თუ არა გიორგი...