4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ევროპარლამენტარი გეორგე პიპერა: ურსულა ფონ დერ ლაიენი საგანგებოდ მოწყობილ აპარტამენტებში ცხოვრობს, მისი რეზიდენცია ტყვიაგაუმტარია და იზოლირებულია ყველა სახის კომუნიკაციისგან

რუმინელი ევროპარლამენტარი გეორგე პიპერა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის შექმნილ განსაკუთრებულ საცხოვრებელ პირობებს აკრიტიკებს.

პიპერა სოციალურ ქსელ X-ში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს შენობაში საგანგებოდ მოწყობილ აპარტამენტებში ცხოვრობს.

ევროდეპუტატის თქმით, ფონ დერ ლაიენის რეზიდენცია ტყვიაგაუმტარია და იზოლირებულია ყველა სახის კომუნიკაციისაგან. პიპერა აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის საცხოვრებელი ფართი განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს, რადგან იქ შესვლის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც გამოძიების ან ჩხრეკის მიზნით.

ევროდეპუტატი ინტერესდება თუ რას მალავს ამ ბინაში ფონ დერ ლაიენი. პიპერა ასევე აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ევროკომისიის სათავო ოფისში პრეზიდენტისთვის მსგავსი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე, ევროპელი ხალხის ფული დაიხარჯა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.