გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი: უკრაინის პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა უკრაინის პარლამენტის მიერ იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს.

„რადაში დღევანდელი კენჭისყრის გამო სერიოზულად შეშფოთებული ვარ. ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის დაცვის ძირითადი გარანტიების დემონტაჟი უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. დამოუკიდებელი ორგანოები, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა, აუცილებელია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. კანონის უზენაესობა რჩება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ცენტრში“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული...

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე...