4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ტრამპმა ჩინეთში შესაძლო ვიზიტი დაადასტურა

ტრამპმა ჩინეთში შესაძლო ვიზიტი დაადასტურა და პეკინში ყოფნისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც არ გამორიცხა.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა ტრამპი და პუტინიც სექტემბერში, ნაციონალური დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მიიწვია და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს.

„ჩვენ ბევრი შესაძლო შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ჩინეთში სი ძინ პინმა მიმიწვია. ეს არც ისე მალე იქნება, მაგრამ არც ისე დიდი ხნის შემდეგ. შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებ“, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.