საბერძნეთში მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციამ მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, პარლამენტის ექს-დეპუტატი, ვლადიმერ პლახოტინიუკი დააკავა. ინფორმაციას მოლდოვის პოლიცია ავრცელებს.

„საბერძნეთში, ათენში ინტერპოლის ოფიციალურმა არხებმა შეგვატყობინეს, რომ დაკავებულია მოლდოვის ორი მოქალაქე. მათგან ერთ-ერთი ვლადიმერ პლახოტნიუკია“, – აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოლდოვური მედიის თანახმად, მეორე დაკავებული – პლახოტნიუკის ერთ-ერთი თანამებრძოლი, ყოფილი დეპუტატი, კონსტანტინე ცუცუა.

პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს დატოვა. ის საცხოვრებლად აშშ-ში გადაბარგდა, თუმცა მოგვიანებით ამერიკამ, კანადამ და ევროკავშირმა მის წინააღმდეგ მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევის გამო სანქციები შემოიღეს. აშშ-ის შემდეგ პლახოტნიუკი საცხოვრებლად ჩრდილოეთ კვიპროსზე გადავიდა. ის მოლდოვის უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული...

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე...