თბილისში, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ცნობილია.
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „საქგზამეცნიერებამ“ გაიმარჯვა და ხელშეკრულებაც უკვე დაიდო. კომპანია საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს 1 491 000 ლარად შეასრულებს. ცნობისთვის, მერიას და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.