ვოლოდიმირ ზელენსკი – იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა – ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ღამით, ჩვენმა მეომრებმა კიდევ ერთი რუსული თავდასხმა მოიგერიეს. სამიზნეების განადგურება კვლავ გრძელდება – დრონები ჰაერში რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად ოდესაში ექვსი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

„იარაღის ერთობლივი წარმოება, უკრაინაში დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება, საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით უზრუნველყოფა და მათი უკრაინაში წარმოების შესაძლებლობა – ეს ყველაფერი სიცოცხლის გადარჩენას შესაძლებელს ხდის და ახლა უკრაინას სჭირდება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...