უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რუსტემ უმეროვი, შესაძლოა, რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, უმეროვმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების ორო რაუნდის დროს უკრაინულ მხარეს უკვე ხელმძღვანელობდა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმეროვი აშშ-ში უკრაინის ელჩად უნდა დანიშნულიყო, თუმცა ახლა ცნობილი ხდება, რომ ვაშინგტონში ელჩის სავარძელს უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ოლღა სტეფანიშინა დაიკავებს.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დენის შმიგალის გადაყენებას მხარი დაუჭირა. შმიგალის გადაყენებით მთავრობის მთელი შემადგენლობა ავტომატურად გადადგა. ახალ პრემიერს და მთავრობას, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებენ.