16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ფინეთში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესყიდვის ამკრძალავი კანონი ამოქმედდა

ფინეთში ოფიციალურად ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უძრავი ქონების შესყიდვას უკრძალავს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი სოციალური ქსელი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ფინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ამგვარი აკრძალვა ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე უნდა ყოფილიყო ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით.

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს კანონი როგორც იქნა მიღებულია და დღეს ძალაში შედის. საუბარია ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნაზე“, – დაწერა მან.

ცნობისთვის, ფინეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო კანონი, რომელიც თავდაცვის უწყებას უფლებას აძლევს დაბლოკოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, რომელთა სახელმწიფომ აგრესიული ომი გააჩაღა ან ფინეთის უსაფრთხოებას ემუქრება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები