ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ექვს თვეში სამართალდარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილი იყო 69 ფაქტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხფანაგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...